მგონი პირველად მომინდა ქართულად რაღაცის დაწერა.აზრზე არ ვარ საიდან მოვიდა ეს სურვილი,თუმცა ვერანაირად ვერ ვეწინააღმდეგები და არც მგონია ეს საჭირო იყოს.ვერ ვიტყვი,რომ რამე კონკრეტულის დაწერა მსურს.არის მომენტები,როდესაც უბრალოდ გინდა წერო,აკეთო რამე,არ ჩერდებოდე და შენთვის სულ ერთია რა ქმედება იქნება ეს.ამ მდგომარეობიდან შესაძლებელია მხოლოდ წვრილმანი გაშორებდეს. დანახულმა სურათმა,სიმღერამ,ფილმა,წიგნმა,უბრალოდ ისტორიამ და ზოგადად რამაც გინდა შეიძლება ამოგაგდოს შენთვის ჩვეული კალაპოტიდან და გამოიწვიოს თითქოს და მცირე,შეუმჩნეველი ცვლილება,თუმცა ეს მცირე ხშირად გადაიქცევა რამე დიდად.
ვიცი ძალიან გაუგებრად ვსაბრობ,ნუ გგონიათ,რომ ჩემთვის გასაგები იყოს ჩემი ნაწერი.მე ამ მომენტში მხოლოდ რამის დაწერა მინდა და ეს სრულიად საკმარისი იქნება.ხშირად ვნანობ,რომ არ შემიძლია ჩემი აზრის ისე გადმოცემა,რომ ეს ლამაზი თუ არა გასაგები მაინც იყოს.ამ მომენტზე რემარკს ვკითხულობ.ვოცდები როგორ გამოსდის ასე ზუსტად თავისი აზრის გადმოცემა.უზომოდ მომწონს მისი წერის სტილი და სიმართლე გითხრათ უკვე იმას ვკმარობ,რომ არიან ხალხი,რომელთაც აქვთ ამის უნარი.
ყველაზე სასიამოვნო კი ის არის,რომ ამას ჩემს გარდა არავინ არ წაიკითხავს.წლების შემდეგ კითხვისას გამეცინება ჩემს უაზრო,თითქოს და გამორჩეულ,განსაკუთრებულ ნაწერზე,შეიძლება არა,არ ვიცი რამდენად გაიზრდება ჩემი გონება,ყველაფერია შესაძლებელი.ამ ყველაფერს წავშლიდი,რადგან უკვე დავიკმაყოფილე ის თავდაპირველი დაუოკებელი სურვილი,მაგრამ რისთვის?იყოს,ვის რას უშლის.